მალე ელიას მთაზე მისასვლელი გზა დაიგება

0

10523153_661208540660142_8328269549884822144_oელიას მთაზე მშენებარე ტაძრამდე მისასვლელი გზის კეთილმოსაწყობად ბოლნისის ეპარქიამ, მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს გააცნო. მალე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და ტაძრამდე ქვაფენილის საფარი დაიგება.

„ეპარქიის ძალებით დავიწყეთ გზის კეთილმოწყობა, უკვე დავაგეთ ას მეტრ მონაკვეთზე, ცენტრალურ გზამდე კი დარჩენილია კილომეტრი და 300 მეტრი,  სწორედ ამ მონაკვეთის დაფინანსება ვთხოვეთ სამინისტროს, საკითხი დადებითად გადაწყდა, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. გვინდა ტაძრის გახსნამდე მოხდეს გზის კეთილმოწყობა, რათა მორწმუნემ ადვილად შეძლოს ტაძრამდე მისვლა, წმ.ელიას მთაზე მშენებარე ტაძრის გახსნა წელს იგეგმება“. – აღნიშნა bolnisi.,ge-თან საუბარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.

შეგახსენებთ, რომ ელიას მთაზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის შენება 2008 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს კი მისი გახსნა იგეგმება.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.