კომპანია RMG-ის ორგანიზებით გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

0

DSC_0250დაბა კაზრეთში, კომპანია RMG- ის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში. ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა საზეიმოდ ანსამბლმა ,,მართვემ’’ სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული თეატრალიზებული ცეკვით გახსნა. 

ჩემპიონატი  ოთხ სექტემბერს დაიწყო და რვა გუნდი  მონაწილეობდა. გუნდები ადგილობრივი მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, მესამე და მეოთხე ადგილისთვის  სოფელ ბალიჭის და კაზრეთის ე.წ ,,ხუთიანების’’გუნდები იბრძოდნენ, გამარჯვება ბალიჭელ ფეხბურთელებს ხვდათ წილად. ფინალში კი ერთმანეთს დაბის გუნდები შეხვდნენ, №126 და № 92 ბინის ახალგაზრდები თავს არ ზოგავდნენ პირველი ადგილის დასაკავებლად, დაძაბულ თამაშში პირველი ადგილი №126  ბინის გუნდმა დაიკავა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კომპანიის წარმომადგენელმა ფულადი ჯილდო გადასცა. ასევე დასახელდნენ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები, რომლებმაც ფასიანი პრიზები მიიღეს.

დაბის მოსახლეობა ტურნირის ჩატარებას სიხარულით გამოეხმაურა. ორკვირიანმა ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, პირველ ადგილზე გასულს გადაეცა RMG-ის თასი. დასახელდა საუკეთესო მოთამაშე, მეკარე, მცველი, თავდამსხმელი და ბომბარდირი.

„კომპანიის სახელით ვპირდები დაბის მოსახლეობას, რომ მსგავსი ტურნირები ხშირად მოეწყობა“ – აღნიშნა RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნატა ნოზაძემ.

ლევან ფოლადიშვილი, გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი:

– მადლობა, RMG -ის ჩემპიონატი კარგად ორგანიზებული იყო, მიზნად მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს, ხშირად თუ ჩატარდება კარგი იქნება, რადგან კაზრეთში ახალგაზრდებს არანაირი გასართობი ადგილი არ აქვთ. მოწინააღმდეგე ძლიერი გვყავდა, მაგრამ დავამარცხეთ და პირველი ადგილი ავიღეთ, კომპანიისგან გადმოგვეცა 500 ლარი საჩუქრად და დავსახელდი საუკეთესო მოთამაშედ.

DSC_0276 DSC_0178 DSC_0187 DSC_0196 DSC_0205 DSC_0208 DSC_0220 DSC_0231 DSC_0240


Share.

Comments are closed.