კერკეტ „თიბიესთან” პრემიალური ქულისთვის

0
kochebi_4-cr-300x200ბოლნისის “ყოჩებს” აქვს შანსი იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩამპიონატში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩეს მეოთხე ტურის შემდეგ, ამისათვის კი, აუცილებელია ბოლნისში კერკეტი დებიუტანტის – “თიბიეს უნივერსიტეტის” დამარცხება. 
ეს იქნება გარანტი იმისა, რომ დიდ, ერთთვიან შესვენებაზე ჩვენი გუნდი ლიდერის რანგში გავა. იმ “თიბიესის” დამარცხება, რომელმაც განვლილ სამ თამაშში ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა, შეუსრულებელ მისიად სულაც არ ჩანს, მაგრამ იოლი თამაშიც ნამდვილად არ იქნება. 

მოკლედ, კვირის სათამაშო დღე 17 საათზე ბოლნისში, “ყოჩებისა” და “თიბიეს უნივერსიტეტის” შეხვედრით იხსნება და აქ გამარჯვება აუცილებელია. თუ არ ჩავთვლით პრემიალურ ქულებს, “ყოჩები” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს და ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს. ქვემოქართლელებმა ერთმანეთის მიყოლებით “არმაზი”, “ჯიქები” და “აია” დაამარცხეს, მაგრამ ვერცერთხელ შეძლეს პრემიალური ქულის აღება. მიუხედავად ამისა, “ყოჩები” 12 ქულით პირველ ადგილზე არიან და დიდ შესვენებაზე ამავე პოზიციით გასვლას ეცდება, მით უმეტეს, რომ IV ტურის შეხვედრები “ლელომ” და “ხარებმა” დათმეს და ჰანდიკაპის გაზრდის შანსიც გაჩნდა. 
“თიბიეს უნივერსიტეტს” ჯერ გამარჯვება არ უზეიმია, მაგრამ კერკეტი კაკალი გამოდგა. პატარა საქმე არაა ჩემპიონისთვის დიდი ბრძოლის გამართვა და პრემიალური ქულის მოპოვება (“ლელოსთან” 19:24). არც ისაა იოლი, რომ ვინმე ქუთაისში ჩავიდეს და 2 ათასამდე ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ბოლომდე ბრძოლით დამსახურებული ქულა მოიპოვოს (“აიასთან” 23:26). მაგრამ გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს და რადგან გასულ ტურში გუნდი “ბათუმთან” 9:23 დამარცხდა, ამ გუნდის მიზნები წელს მხოლოდ უძლიერესთა შორის დარჩენა თუ იქნება. მოკლედ, “თიბიესი” იბრძოლებს, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი “ყოჩების” პრემიალური ქულით გამარჯვებაა.
მომავალი თამაშის წინ “ყოჩების” პირველ გუნდში რამდენიმე ცვლილებაა. უკანა ხაზში ბრუნდება ტრავმამოშუშებული ალექსი ხუციშვილი, შერკინების პირველ ხაზში როტაციის პრინციპით გიორგი ხოსიტაშვილს ლევან შენგელია ჩაანაცვლებს, ხოლო მეორე ხაზში რატი ურუშაძეს დავით გრძელიშვილი ჩაანაცვლებს. მესამე ხაზში ბრუნდება ბექა გუგეშაშვილი, რომელმაც მხრის ტრავმა მოიშუშა, მაგრამ შერკინების შემკვრელად ჯერ ვერ ითამაშებს ნიკა ჩხიკვაძე. 
პირველი გუნდის თამაშამდე, 14:30 წუთზე მოედანზე გავლენ “ყოჩებისა” და “თიბიეს უნივერსიტეტის” დულშემადგენლობები. ბოლნისელებმა განვლილი სამი თამაშიდან ორი პრემიალური ქულით და ერთიც ისე მოიგეს და 14 ქულით პირველ ადგილზე არიან. სამჯერ დამარცხებულ “თიბიესის” დუბლებთან ეს გუნდი პრემიალური ქულით მოგებისთვის იბრძოლებს და “უფროსების” მსგავსად, მიზნის მიღწევით დიდ შესვენებაზე ისინიც ლიდერის რანგში გავლენ. 
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
IV ტური 
6 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 
არმაზი (თბილისი) – ლელო სარასენსი (თბილისი) 20:8
რუსთავი. ახალი. 
ხარები (რუსთავი) – ბათუმი (ბათუმი) 15:18
7 სექტემბერი
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 17:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) – თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა. 13. ალექსი ხუციშვილი, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხოსიტაშვილი, 17. ირაკლი სვანიძე, 18. თემურ ჯინჭარაძე, 19. რატი ურუშაძე, 20. გაგა მაისურაძე, 21. ნიკო აფციაური, 22. გიორგი ხარშილაძი, 23. გიორგი მელაძე. 
თბილისი. “ავჭალა”. 19:00 საათი
ჯიქები (თბილისი) – არმია (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 19:00 საათი
 აია (ქუთაისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 
1 .ხარები   4  2  1  1  107-65  12
2. ყოჩები  3  3  0  0  63-30  12
3. ლელო სარ.  4  2  1  1  74-61  10
4. არმია  3  2  0  1  40-68  8
5. ბათუმი  4  2  0  2  56-69  8
6. ლოკომოტივი  2  1  0  1  38-29  5
7. არმაზი  3  1  0  2  45-47  5 
8. ჯიქები  3  1  0  2  21-37  5
9. აია  3  1  0  2  55-71  5
10. თიბიეს უნივ.  3  0  0  3  51-73  2

Share.

Comments are closed.