ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთათვის

0

1907671_809532579066410_6692200878558563783_nსაყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თავისი თანხმობით ან თანხმობის გარეშე დარეგისტრირებულია ამა თუ იმ პოლიკლინიკაში შეუძლია, არასასურველი რეგისტრაცის გაუქმების მიზნით მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს (ჯავახიშვილის N51ბ, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70ა, ბოჭორმის ქუჩა N8) და დარეგისტრირდეს მის მიერ შერჩეულ პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიაში. სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირება ხდება სპეციალურად შემუშავებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების საფუძველზე. რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პოლიკლინიკის) მიერ დარეგისტრირებულია თავისი თანხმობის გარეშე, მას შეუძლია რეგისტრაცია მყისიერად გააუქმოს და ამისათვის უნდა მიმართოს არა პოლიკლინიკას, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს. ასევე კერძო სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტისას, იმისათვის, რომ დაზღვეულმა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან უნდა წარადგინოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრში, ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მისამართზე.


Share.

Comments are closed.