2015 წლისთვის, თბილისში 300 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებელი აშენდება. სამი საცხოვრებელი კორპუსის გარდა, მოეწყობა ადმინისტრაციული შენობაც, სადაც განთავსდება კაფეტერია, საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერების ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა.
სტუდენტური საცხოვრებელი მორგებული იქნება შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს, ყველა შენობა აღჭურვილი იქნება პანდუსებით. საცხოვრებლით სარგებლობას შეძლებენ რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები.
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აშენდება.