ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლა რეგიონულ კონკურსს უმასპინძლებს

0

загруженное28 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში „ქვ.ქართლის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი“ გაიმართება, სადაც მოსწავლეები თანამედროვე კომპოზიტორის, მაკა ვირსალაძის ნაწარმოებებთან ერთად, სხვადასხვა კომპოზიტორების კომპოზიციებს შეასრულებენ.

აღნიშნული კონკურსი კონსერვატორიის პროფესორის ნუნუ ჭელიძის ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება, წელს პირველად ჩაერთო მასში კულტურის სამინისტროც, რომლის დაფინანსებითაც გამარჯვებული მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსისთვის ბოლნისის სამუსიკო სკოლიდან ცხრა მოსწავლე ემზადება.


Share.

Comments are closed.