დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაგზავნილი განმეორებითი სინჯების პასუხი ცნობილია

0

glass-of-waterსამეცნიერო კვლევით ცენტრ გამას ლაბორატორიაში 4 სექტემბერს გაერთიანებული წყალომომარაგების კომპანიის მიერ გაიგზავნა წყლის 8 ნიმუში ქლორ-ორაგანული პესტიციდების შემცველობის განსაზღვრის მიზნით. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სასმელ წყალში პეტიციდების საერთო შემცველობა არ აღემატება საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს.

„სასმელი წყალი ქიმიური შემადგენლობით სრულიად უვნებელია და აკმაყოფილებს სტანდარტებს.” – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომპანიამ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გასაგზავნი სინჯები დაბა კაზრეთის იმ ორი კორპუსიდან აიღო, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული კვლევის შედეგად სასმელ წყალში პესტიციდების დაფიქსირდა. სინჯების აღება მოხდა სათავე ნაგებობასა და ქსელის სხვადასხვა გამანაწილებელ წერტილზეც.

„ბოლნისში გვაქვს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად მოწმდება წყალი. სინჯების აღება ხდება გეგმა-გრაფიკის მიხედვით, შერჩეული გვაქვს საკონტროლო წერტილები. რეგლამეტი გვავალდებულებს, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის ლაბორატორიული შემოწმება ჩავატაროთ თევში ორჯერ.” – აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლი სხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ნებიერიძე.

 

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით  

მსგავსი თემები: 
დაბა კაზრეთში სასმელ წყალზე ჩატარებული განმეორებითი სინჯების პასუხები ცნობილია
განმეორებითი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ კაზრეთში სასმელი წყალი უსაფრთხოა
სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს კაზრეთის მოსახლეობას არ გამოიყენოს სასმელი წყალი

Share.

Comments are closed.