დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წელი კომპანია RMG-ისა და პრივატ ბანკის წარმომადგენლებმა მიულოცეს

0

2პატარა ნიკოლოზ ოქრიაშვილი წელს პირველად მივიდა სკოლაში. მას და მის სკოლელებს გარემონტებულ შენობასთან ერთად ბევრი სიახლე ელოდათ. საკლასო ოთახში პირველ კლასელებს ნეთ-ბუქები და სახელმძღვანელოები დახვდათ. შენობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კეთილმოეწყო, კომპანია RMG-იმ კი ფარდა-ჟალუზები დაუმონტაჟა, ეზოში კალათბურთის სათამაშო ფარები მოუწყო მოსწავლეებს და საჩუქრად  ჩოგბურთის ორი მაგიდა გადასცა. RMG-ის წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს პრივატ ბანკმაც მიულოცა. ბანკის მენეჯერმა მაღალი კლასის მოსწავლეებს სიახლე გააცნო, მათ სურვილის მიხედვით  იუნიორბანკის მასტერკლასები ჩაუტარდებათ, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უფასოდ დაეუფლებიან ბიზნეს საქმიანობას.

დინარა პირველი, დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:

– ყველა მოსწავლეს მივულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს. სკოლა გარემონტდა. საჩუქარი კომპანია RMG-მაც გაგვიკეთა, იმედია ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და RMG ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით  ღონისძიება მოვაწყვეთ, სკოლაში არსებულმა ანსამბლებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს.

ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი:

–კომპანია RMG ულოცავს ყველა მოსწავლეს სკოლის დაწყებას. კაზრეთის №2  სკოლას საჩუქარი გავუკეთეთ და გადავეცით ჩოგბურთის მაგიდები, დავუმონტაჟეთ კალათბურთის ფარები და ფარდა-ჟალუზები. ეს მხოლოდ დასაწყისია, კომპანია გეგმავს მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა.

3 5 4 6


Share.

Comments are closed.