გამგებლის წარმომადგენლად ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა კიკოლიაშვილი დაინიშნა

0

1ზაზა კიკოლიაშვილი დაიბადა 1970 წლის 2 ივნისს. დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა  თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში  ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით. ფლობს რუსულ და ესპანურ ენებს.

1987-1988 წწ მუშაობა დაიწყო ბოლნისის სამკერვალო ფაბრიკაში.  1988-1990 წწ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. 1993-2002 წწ იყო შპს „ატლანტას“ დირექტორი. 2002 წ იყო ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოს დეპუტატობის კანდიდატი. 2002-2012 წწ ცხოვრობდა ესპანეთში და მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში. 2013 წ საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო შეხვედრების კოორდინატორი. 2014 წ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი ზონის კოორდინატორი.

2014 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლად ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

Share.

Comments are closed.