ბოლნისის №1 საჯარო სკოლას თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი ექნება

0

4bae6f3920fa93eსამედიცინო კაბინეტის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „კატერინენფელდი“ ახორციელებს და დაახლოებით ოქტომბრის პირველ რიცხვებში სკოლას თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი ექნება.

სამედიცინო კაბინეტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული კვალიფიციური ექიმი-პედიატრი იმუშავებს.

„კვალიფიციური ექიმი შეისწავლის თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობას, გააკონტროლებს მათ პირად ჰიგიენას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს პირველად დახმარებას. შეიქმნება სპეციალური ბაზა, სადაც გაწერილი იქნება ყველა ბავშვის ჯანმრთელობის ისტორია. ეს არის  კარგი სიახლე, რომელიც  საქართველოს მასშტაბით 100 სკოლაში ხორციელდება, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეირჩა მხოლოდ ჩვენი სკოლა, რაც ძალიან სასიამოვნოა“.  – აღნიშნა ბოლნისის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ტყემალაძემ.


Share.

Comments are closed.