ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალში მიმდინარე პროექტი სპონსორებმა მოინახულეს

0

02ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრს ავსტრიის წითელი ჯვრის ფილიალის დირექტორი ვერნერ კერშბაუნი პროექტის მენეჯერთან თეონა ნავდარაშვილთან ერთად სტუმრობდა. ვერნერ კერშბაუნი გაეცნო იმ სერვისებს, რომელიც ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალში ხორციელდება, გაესაუბრა ხანდაზმულებს და   ბინაზე ვიზიტით მოხუცები მოინახულა.

პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად“ მიზანია  ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და ჩართულია 98 მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტს მოხუცებთან და შშმ პირებთან. პროექტის ფარგლებში დამატებით ეწყობა სხვადასხვა აქტივობები,  როგორც  მენეჯერი აღნიშნავს, პროექტის დასრულების შემდეგ  მოეწყობა შეხვედრა ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და სხვა პარტნიორებთან, სადაც ისაუბრებენ პროექტის დადებით მხარეებზე, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალში პროექტის გაგრძელება.

„არაჩვეულებრივი ფილიალია, ძალიან კარგი მენეჯმენტი აქვთ, ზუსტად მისდევენ იმ პრინციპებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მომეწონა ის სერვისები, რომელსაც წითელი ჯვარი სთავაზობს მოხუცებულებს და შშმ პირებს. ჩემი გაოცება კი მოხალისეთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. პროექტი დაფინანსებულია ჩვენი ფილიალის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ყველაზე შთამბეჭდავი სერვისი ხანდაზმულთან ვიზიტია, მოხალისეები მათთან მიდიან და ეხმარებიან. აუცილებელია მოხდეს მისი განვითარება, ბინაზე ვიზიტის მაგივრად უნდა შეიქმნას ბინაზე მოვლის სერვისი ექთანთან ერთად. პროექტის   დასრულების შემდეგ, იმედი მაქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაინტერესდება და მოხდება სერვისების გაგრძელება“. – აღნიშნა ავსტრიის წითელი ჯვრის ფილიალის დირექტორმა ვერნერ კერშბაუნმა.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 

03


Share.

Comments are closed.