ბოლნისის წითელი ჯვრის საზოგადოება ხანდაზმულთა კვირეულს მასპინძლობს

0

witeli jvari229 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხანდაზმულთა კვირეულს აღნიშნავს.

„ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – ამ დევიზით კვირეული ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ხუთი დღის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები მოხუცებისთვის. ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალის ბენეფიციარებს დღეს სრულიად უფასოდ ლუდის ბარ „ბოლნისმა“ უმასპინძლა, ხანდაზმულები ქართულ ხინკალზე და ლუდზე მიიპატიჟა, ხვალ მოხუცებს სტილისტთან ვიზიტი ელოდებათ.

პირველ ოქტომბერს კი ყველა ფილიალი თავისი სტუმრებით, მოხალისეებით და ბენეფიციალებით შექმნიან ცოცხალ ჯაჭვს და თვალსაჩინოს გახდიან კვირეულის დევიზს.

„ამ საქმიანობით ისინი კიდევ ერთხელ მიიპყრობენ საზოგადოების ყურადღებას და შეახსენებენ, რომ საზოგადოების  ყველა წევრი თანაბარია, თბილი ურთიერთობა უკეთესი მომავლის ქვაკუთხედია. ეს არის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდა თაობის ზეიმი, მათი ერთობლივი მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანამონაწილეობის ნათელი გამოხატვა, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებამ, მათ გვერდში დგომა, ხელის ჩაჭიდება და გამხნევება სჭირდებათ.“ – აღნიშნა ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენელმა თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Comments are closed.