ბოლნისის საჯარო სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები მიიღეს

0

01მოსწავლეებზე სასკოლო სახელმძღვანელოების გაცემა 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინიციატივით უკვე მეორე წელია საჯარო სკოლების მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ ღებულობენ.

„ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა წიგნი გუშინ მივიღეთ განათლების სამინისტროდან. დღეს გადავანაწილებთ სკოლების მიხედვით და 15 სექტემბრიდან დავიწყებთ მოსწავლეებზე გაცემას. ეს არის ის წიგნები, რომლის დამატებაც დასჭირდა სკოლებს. ძირითადი რაოდენობა კი გასულ წელს მივიღეთ. რაც შეეხება პირველკლასელებს, მათზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 576 ნეთბუქი გავეცით“. აღნიშნა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.