ბოლნისის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება წითელმა ჯვარმა მიულოცა

0

witeli jvari2დღეს საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალის წარმომადგენლები სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“ ესტუმრნენ, ბავშვებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადი“ ფუნქციონირებს 2009 წლიდან. დღეის მდგომარეობით კი ცენტრში 30 ბენეფიციარი ირიცხება.

„წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „ვიმოქმედოთ ერთად“, რომელიც ძირითადად მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. სწორედ მის ფარგლებში  წითელმა ჯვარმა საჩუქარი გაუკეთა „განთიადის“ მოსწავლეებს, ბავშვებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება და გადავეცით სასკოლო ნივთები, რაც გამოადგებათ სწავლის პროცესში. გარდა ამისა, ბინაზე მივალთ რამდენიმე ოჯახში და საჩუქარს გადავცემთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ სხვა სკოლებში. პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში კიდევ არაერთ აქციას მოაწყობს წითელი ჯვარი“. – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალის წარმომადგენელმა თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Comments are closed.