ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი კოოპერატივი შეიქმნა

0

загруженное (1)საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს საკანონმდებლო ორგანომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“ მიიღო, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „გრანტების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“. კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქნილ საგადასახადო რეჟიმს და სხვა ფინანსურ ინიციატივებს მცირე ფერმერებისათვის. კოოპერატივებს შეუძლიათ ითამაშონ უმნიშვნელოვანესი როლი აგრარული სექტორის მოდერნიზაციასა და პროდუქციის მაღალი სტანდარტების დანერგვაში. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. მცირე მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. გათვალისწინებულია ახალი ფერმერული ჯგუფების ხელშეწყობა, გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.

ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ შეირჩა ოთხი კონსორციუმი CARE, Mersy Corps, Oxtam, Rin, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და საერთო ეკონომიკური ინტერესი აერთიანებთ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ქვეშში და სოფელ დისველში შეიქმნა კოოპერატივები, სოფელ ქვეშში, „ქვეში ერთი“ – რომელიც ორიენტირებულია მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, მემარცვლეობაზე. ხოლო სოფელ დისველში შექმნილი „ქალთა კოოპერატივი დისველი“ კი – ორიენტირებულია, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებაზე.

„კოოპერატივების ჩამოყალიბებას მივესალმები, რაც მეტი კოოპერატივი იქნება მით უფრო კარგი შედეგი გვექნება, ამჟამად ჩამოყალიბებულია 2 კოოპერატივი, ხოლო ჩამოყალიბების პროცესშია კიდევ 3 და მიმდინარეობს მათი დარეგისტრირება. ეს კოოპერატივები იქნება ორიენტირებული ბოსტნეულზე და მემარცვლეობაზე.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზაზა ბურჯალიანმა.


Share.

Comments are closed.