ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში ცვლილებები შევიდა

0

10711884_725822644134252_90464730_oსოციალური პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების ლიმიტი 200 ლარით, სამედიცინო კი 1000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 24 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური პროგრამის მე-13 მუხლში შევიდა ცვლილება. ადრე თუ იყო გაწერილი ერთჯერადი სოციალური ფულადი და სამედიცინო დახმარების ლიმიტი 1000 ლარით, ცვლილებების შედეგად ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება განისაზღვრა არა უმეტეს 200 ლარისა, სამედიცინო დახმარება კი – 1000 ლარით. ვფიქრობთ, ასე უკეთ გადავანაწილებთ თანხებს და უფრო მეტი მოქალაქის დახმარებას შევძლებთ.“– აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ.


Share.

Comments are closed.