ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები გადამზადებას გაივლიან

0

imagesსსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასწავლო კურსს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე რვა საჯარო მოხელე გაივლის. ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის ერთი თვის მანძილზე ოთხი სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება. დარგობრივ კურსებს სახელმწიფო აფინანსებს და მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო მომსახურეთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და სხვა თანამშრომლების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მოხელეების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ორი მიმართულებით ახორციელებს. სახელმწიფო ენის საბაზისო კურსი,  საჯარო მმართველობა და ადმინისტრირების პროგრამა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო მოხელე სასწავლო კურსის გასავლელად 21 სექტემბერს ქ. ქუთაისში გაემგზავრება.

„საჯარო მმართველობის ადმინისტრირების პროგრამა, რომელსაც საჯარო მოხელეები გაივლიან, მიზნად ისახავს მაღალი ეთნიკური სტანდარტების მქონე პროფესიული საჯარო მოხელეების აღზრდას. პროგრამა შექმნილია სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება: სახელმწიფო შესყიდვებში, ადამიანური რესურსების მართვასა და საქმისწარმოებაში, ფინანსურ მენეჯმენტსა  და პროგრამულ ბიუჯეტში, მუნიციპალური მომსახურების მართვაში, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ კარიერული წინსვლის აუცილებელი უნარჩვევები. კურსის მიზანია მოხდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება  და შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება. კურსის დამთავრების შემდეგ, ტესტირების შედეგად გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი“.  –აღნიშნა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული ცენტრის ადმინისტრატორმა ნინო ჩაკვეტაძემ.

 


Share.

Comments are closed.