ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოცდათოთხმეტივე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

0

115 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით სასწავლო წელი დაიწყო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ოცდათოთხმეტივე სკოლაში  სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკა. წელს ბოლნისის სკოლებმა 645 პირველკლასელი მიიღეს, გასულ წელთან შედარება 54 ბავშვით ნაკლები.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ 34 სკოლაში დაიწყო სასწავლო წელი,  პირველკლასელებს დახვდათ კომპიუტერები და ყველა მოსწავლეს  სასწავლო წიგნები. მინდა საჯარო და კერძო სკოლის ყველა დირექტორს, პედაგოგს,  თანამშრომელს, მოსწავლესა და მშობლებს მივულოცო 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება, წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს“. – აღნჲშნა BOLNISI.GE-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.


Share.

Comments are closed.