ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი მოადგილე ჰყავს

0

10660479_642045412576871_1307647273_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ ვალენტინა ნავერიანი დაინიშნა. მოადგილედ დანიშვნამდე ნავერიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 

ვალენტინა ნავერიანი დაიბადა 1954 წლის 19 მარტს. დაამთვარა ლატვიის ქალაქ კაუნასის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ეკონომიკა ორგანიზაციის ფაკულტეტი, ეკონომისტ-ორგანიზატორის სპეციალობით. 1973-1988 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ბანკის ბოლნისის ფილიალის ეკონომისტად, მმართველის მოადგილედ, მმართველად. 1988-2000 წლებში იყო აგროსამრეწველო ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველი. 2000-2003 წლებში იყო ბოლნისის გამგებლის პირველი მოადგილე. 2004-2009 წლებში მუშაობდა სს საქართველოს ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველად, ხოლო 2009 წლიდან 2014 წლამდე სს პრივატ ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველად.

2014 წლის 4 გვისტოს დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსად. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილედ.


Share.

Comments are closed.