ბოლნისის საბავშვო ბაღები მუშაობას 9 სექტემბერს განაახლებენ

0

12642c8e8f04fc9 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული თორმეტი ბაღიდან ათ ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყება,ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის ბაღებშიც განახლდება სასწავლო პროცესი.

„მიმდინარე წელს ორიდან ექვს წლამდე ასაკის 1160 აღსაზრდელი გვყავს, სასწავლო პროცესი სამშაბათს განახლდება, ათივე ბაღი მზადაა ბავშვების მისაღებად. განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, მხოლოდ ბავშვების მიღებისა და გასტუმრების საათები შეიცვალა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის სამსახურებში მუშაობა იწყება 9 საათიდან, შესაბამისად ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს ბავშვების მიღება-გასტუმრება 8 სთ 45 წთ-დან – 18 სთ 15 წუთამდე, რადგან მოსამსახურე მშობლებს გარკვეული შეღავათები ჰქონდეთ“. – აღნიშნა  bolnisi.ge-თან ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური  კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Comments are closed.