ბოლნისის მუნიციპალიტეტი ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა

0

10441965_745261068868348_2397850817556346872_nდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და მასთან დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები შენობაში ახალი სამუშაო დროით, 9:00 საათზე გამოცხადდნენ. ცხრა საათზე მივიდნენ სამსახურში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც. 

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09.00 საათიდან იწყება. მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება.” – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, მსგავსი გამონაკლისი დაუშვას საკუთარ თანამშრომლებზე.


Share.

Comments are closed.