ბოლნისის არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს სწავლის დაწყება პაატა ზაქარეიშვილმა მიულოცა

0

10481737_787446927983095_703853106856238613_oდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისის №2 სომხურ და სოფელ ტალავერის №1 აზერბაიჯანულ საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სკოლებში ჯერ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, შემდეგ კი ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული ღონისძიებები მოეწყო და ახალი სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები სწორედ იმ სკოლებში, სადაც სწავლობენ ჩვენი თანამოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ ვზრუნავთ მათ იდენტობაზე. გვინდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლების დონე იყოს მაღალი, რათა მოსწავლეები კარგად დაეუფლონ სახელმწიფო ენას. ყოველივე ეს კი მომავალში მათ გაუადვილებთ თანასწორუფლებიან ცხოვრებასა და წარმატების მიღწევას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა

„მინდა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, მივულოცო სწავლის დაწყება, რამდენადაც ცოდნა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც მომავალში მათი ცხოვრების მთავარი გარანტი უნდა გახდეს. ბოლნისში საკმაოდ კარგი პედაგოგიური კოლექტივებია, რომლებიც წლების მანძილზე ზრდიან ღირსეულ თაობებს და მინდა მთელი გულით მათაც მივულოცო სასწავლო წლის განახლება და ვუსურვო წარმატებები“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებს 645 პირველ კლასელი შეემატა, რომლებსაც უფასო სახელმძღვანელოები და გაუმჯობესებული ფუნქციებისა და ხარისხის მქონე კომპიუტერები გადაეცათ.

 

10383752_787447061316415_8720369339997029178_o

Share.

Comments are closed.