ახალი სასწავლო წელი ბოლნისის ყველა სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება

0

get_imgმიუხედავად საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის  ოცდათოთხმეტივე სკოლაში განახლდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით  სამშენებლო სამუშაოები  თერთმეტ საჯარო სკოლას ჩაუტარდება. ამჯერად ექვსი სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„რაჭისუბნის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე დამთავრდა. ფარიზის, გეტას, ქვემო ბოლნისის №1 და №2, ნახიდურის, ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლებში.  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.  შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, სანიაღვრეები, ფასადები, დამონტაჟდა პანდუსები და მოეწყო სველი წერტილები. სასწავლო პროცესს  სამუშაოები ხელს  არ შეუშლის, რადგან რემონტი მალე  დასრულება“. –აღნიშნა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.


Share.

Comments are closed.