აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნას მინი ფეხბურთის ტურნირი მიეძღვნება

0

ge_pic_66_1მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ბოლნისის სპორტკომპლექსისა და კულტურის და დასვენების პარკის მინი სტადიონზე დაიწყება ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნას. მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების, სოფლების და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების წარმომადგენლები.ტურნირის მიზანი და ამოცანაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნის უკვდავყოფა, მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ არამოქმედ ფეხბურთელს (ს.ფ.ფ ეგიდით საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების გარდა) თამაშის მიმდინარეობისას გუნდს უფლება აქვს მოედანზე ერთდროულად ჰყავდეს სამი 25 წელს ქვემოთ ფეხბურთელი.
„საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. პირველ ადგილზე გასული მიიღებს გარდამავალ თასს, მედალს და დიპლომს. ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულები მიიღებენ თასებს, მედლებს და დიპლომებს. დაწესდება აგრეთვე სხვადასხვა საჩუქრები. ტურნირზე გამოვლენილი საუკეთესო ფეხბურთელებისთვის დაწესდება შემდეგი პრიზები:
საუკეთესო მეკარე – ვანო თაბაგარის სახელობის პრიზი;
საუკეთესო მცველი – ბადრი ყურაშვილის პრიზი;
საუკეთესო ფეხბურთელი – ჯუმბერ ჩუმაშვილის პრიზი;
საუკეთესო თავდამსხმელი – ბ. გაგნიძის პრიზი;
ბომბარდირი – აბე ჯიაძის პრიზი;
საუკეთესო მწვრთნელი – ომარ უგრეხელიძის პრიზი.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი იქნება ტარიელ ჭაველაშვილი ხოლო მსაჯები თემურ გაფრინდაშვილი, ნუკრი ფოცხვერაშვილი, ბესო ბარათაშვილი და მანუჩარ ხუჯაძე“. – აღნიშნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორმა ავთანდილ ბჟალავამ.
ტურნირის ორგანიზატორია ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.

Share.

Comments are closed.