არაქართულ სკოლებში დამხმარე პედაგოგები ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებსაც ეყოლებათ

0

gakvetiliქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში  კარგად იციან რას გულისხმობს პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. ამ პროგრამის ფარგლებში არაქართულ სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ქართულის დამხმარე პედაგოგებს აგზავნის და ცდილობს სკოლებში  სახელმწიფო ენის ცოდნის დონე გაზარდოს.

პროგრამა წელსაც გარკვეული ცვლილებებით გრძელდება,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით არაქართულ სკოლებს დამხმარე პედაგოგები ისტორიასა და გეოგრაფიაშიც  ეყოლებათ.

„პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის, ისტორიის და გეოგრაფიის საგნის სპეციალისტების მივლინებას სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამის ფარგლებში მოხალისე პედაგოგები ეხმარებიან შესაბამისი საგნის ადგილობრივ პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში. პროგრამის მონაწილეებს აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება“.  –აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.