100 გადარჩენილი სიცოცხლე

0

3რამდენიმე წლის წინ აქციის ფარგლებში სოფელ დისველში 100 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო, თუმცა მას შემდეგ, როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გალი ბერიძე აღნიშნავს ყურადღება აღარავის მიუქცევია. მისივე თქმით, ნარგავებს პატრონი გამოუჩნდა და სოფლის სკოლის პედაგოგის ინგა ღორჯომელაძის ინიციატივით მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ნარგავების მოვლა-პატრონობა დაიწყეს.

„ხეივანი აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ასლან შაინიძის სახელს ატარებს, გული მწყდებოდა გადამხმარს რომ ვხედავდი. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგას, მის მოსწავლეებს ამ დიდი შრომისათვის და გადარჩენილი 100 სიცოცხლისათვის. შევაწუხე ასევე გამგებლის  მოადგილე ბატონი დავით შერაზადიშვილი, რომელიც დამპირდა თანხის გამოყოფას რეზინის მილის შესაძენად, რათა ინტენსიურად მოხდეს ხეების მორწყვა“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან სოფელ დისველის მკვიდრმა გალი ბერიძემ.

2 3 1


Share.

Comments are closed.