წითელმა ჯვარმა უსინათლო ბენეფიციარებს საჩუქარი გაუკეთა

0

dch smბოლნისის წითელი ჯვრის წარმომადგენლობაში უსინათლოთა მხარდასაჭერად ღონისძიება მოეწყო. შეხვედრა პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად“ ფარგლებში შედგა, სადაც მოწვეულნი იყვნენ უსინათლო ბენეფიციარები, რომლებმაც ხალხურ საკრავებზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. პროექტის ფარგლებში მცირე ინიციატივების კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობა  მიიღო და გაიმარჯვა უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარემ. სწორედ ამ გრანტის საშუალებით მოხდა მათთვის საჩუქრების შეძენა. ღონისძიების დასასრულს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უსინათლო ბენეფიციარებს რადიოები გადასცეს. შეხვედრას სისტემატური ხასიათი ექნება, რაც ხელს შეუწყობს უსინათლოების ინტეგრაციას საზოგადოებასთან.

„დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო. საჩუქარი, რომელიც გადმოგვცეს,  საჭიროა ჩვენთვის. კომპიუტერის მომხმარებლები ვართ, უსინათლოთა კავშირის ყველა წევრს კი არ მიუწვდება ხელი კომპიუტერზე, ამიტომ ამ მოწყობილობის საშუალებით ჩავწერ ხმოვან წიგნებს, რომელსაც  მეხსიერების ბარათების საშუალებით  მოისმენენ ჩვენი კავშირის წევრები. ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა, თუმცა წითელი ჯვრის ხელმძღვანელი საჩუქარს მათაც გადასცემს“. – აღნიშნა Bolnisi.ge-თან საუბარში უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარემ ზაზა მარტიაშვილმა.


Share.

Comments are closed.