ჩაედინება თუ არა კომპანია RMG-ის საწარმოში წარმოშობილი მჟავე წყლები უკონტროლოდ მდინარე მაშავერაში

0

get_img„RMG სიახლეები”-ს აგვისტოს გამოცემაში კომპანია დეტალურად ავრცელებს ინფორმაციას მჟავე წყლის ცირკულაციაზე. საწარმოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ კომპანიაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გარემო იყოს დაცული დაბინძურებისგან. კორპორატიული გაზეთის კითხვებს კომპანიის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი  კახაბერ  კეკელიძე პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე,  თითქოსდა კომპანია  RMG -ის საწარმოში წარმოშობილი მჟავე წყლები უკონტროლოდ ჩაედინება  მდინარეში და  შესაბამისად ნიადაგშიც,  ხდება  როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მდინარე მაშავერას დაბინძურება, რაც  რეგიონში   ქმნის  ეკოლოგიურ  პრობლემებს. სინამდვილეში რა მდგომარეობაა  მჟავე წყლებთან დაკავშირებით, ჩვენი გაზეთის კითხვებს  კომპანიის  გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი  კახაბერ  კეკელიძე უპასუხებს. RMG -ის  წყლის  ცირკულაციასთან  დაკავშირებით დამატებით   განმარტებას  აკეთებს   კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურიც.

–  ბატონო  კახა,  თქვენ   დიდი ხანია   ამ   კომპანიაში მუშაობთ  და  შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა მდგომარეობა იყო წლების წინ საწარმოში ამ საკითხთან დაკავშირებით და  რა მდგომარეობაა დღეს?

– 90-იანი წლების  ბოლოს გამამდიდრებელი ფაბრიკის ტერიტორიაზე  შემოყვანილ იქნა   კარიერული მჟავე წყალი  და   ჩვენ დავიწყეთ  ამ   წყლის გადამუშავება. მანამდე წლების განმავლობაში, ეს  წყალი, რაც წარ მოიშვებოდა კარიერში, არ მუშავდებოდა  და   პირდაპირ ჩაედინებოდა მდ. კაზრეთულაში, ხოლო შემდგომ შესაბამისად მდ. მაშავერაში, რაც ფაქტიურად იწვევდა მთლიანად  მაშავერას ხეობის ფლორისა და ფაუ ნის განადგურებას. 1996 წლიდან შეიქმნა  ერთობლივი  წარმოება, რომელსაც  ეწოდა „ეკოლოგი“.  ეს  იყო სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ  ინსტიტუტთან  არსებული კომპანია,  რომელმაც შექმნა პროექტი. დამზადდა სპეციალური  რეაქტორები  და    დაიწყო სასაქონლო პროდუქციის საცდელი  გადამუშავება  აღნიშნული წყლისგან, კერძოდ  კი,  სპილენძის ცემენტიზირებული კონცენტრატის მიღების  მიზნით.  წლების განმავლობაში ეს სისტემა შეფერხებით მუშაობდა,  ამიტომ ამ პროექტს საჩვენებელი ხასიათი  ჰქონდა როგორც ეკოლოგიური სამსახურების, ასევე  სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის.

– როდის მოხდა  მჟავე წყლების სრული და  რეალური ცირკულაცია?

–   სერიოზული  გადამუშავება  დავიწყეთ  დაახლოებით 2000 წლიდან. მაშინ, როდესაც   მთლიანად მთელ კარიერში გენერირებული წყლის გადამუშავება მოვახდინეთ.  ალბათ, ეს  სამი  აუცილებლობებით  იყო გამოწვეული.  პირველი და   უმთავრესი იყო  ის,  რომ ეკოლოგიური  პრობლემები  გადაგვეწყვიტა. მეორე-  მიგვეღო   სასაქონლო  პროდუქცია სპილენძის ცემენტიზირებული კონცენტრატის სახით.  მოგეხსენებათ, აღნიშნულ წყალში სპილენძის იონები საკმაო  რაოდენობით არის  და გაწმენდის შემდეგ ვიღებთ  აღნიშნულ  პროდუქციას. მესამე აუცილებლობა, რის  გამოც ჩვენ დავიწყეთ ამ  წყლის გადამუშავება  იყო  ის, რომ მოგვეხდინა  წყლის ეკონომია,  რომელსაც წარმოება ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარს.   მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან პროდუქციის გადამუშავება ხდება  სველი წესით.  ამიტომ  წყლის აორთქლების გამო კუდსაცავის სარკეზე წყლის დამატება გვჭირდებოდა. წყალი კი საკმაოდ  გაძვირდა იმ წლებში და  ჩვენ ფაქტიურად სუფთა წყლის  ჩანაცვლება  მოვახდინეთ  ამ  გაწმენდილი2  მჟავე წყლის  საშუალებით. ეს   სამი  აუცილებლობა  განაპირობებდა  ჩვენს  მიერ მჟავე წყლის გადამუშავების ინტენსიურობას. ფაქტობრივად,  ჩვენ  2001 წლის შემდეგ მთლიანად  ვახდენთ აღნიშნული წყლის კარიერიდან ამოტუმბვას  და  გადამუშავებას.

–  ბატონო კახა,  რა ეტაპებს  მოიცავს მჟავე წყლის ცირკულაცია?

–   კარიერული მჟავე  წყალი  გროვდება  გუბურაში, შემდეგ რეზერვუარში და  მიეწოდება  ფაბრიკას, სადაც აღნიშნული წყალი იწმინდება  სასაქონლო პროდუქციის  სპილენძის კონცენტრატის მიღების მიზნით.   გაწმენდის  შემდეგ გადაიტუმბება კუდსაცავში  და აქედან საბოლოოდ დაწმენდილი სახით ბრუნდება წარმოების პროცესში, როგორც ტექნოლოგიური წყალი. ჩვენი წყლის მეურნეობა არის ჩაკეტილი ციკლი და  მუდმივად ბრუნავს დახურულ წრეზე.ფაქტიურად, ამ  მხრივ  ეკოლოგიური პრობლემა გადაწყვეტილია და  ამის დადასტურებად  შემიძლია მივიჩნიო  მაშავერას მაგალითი. როდესაც 1991 წელს მუშაობა დავიწყე,  კაზრეთულასა და  მაშავერას შესართავის ქვემოთ მდინარეში სიცოცხლე არ იყო, არც თევზის და აღარც ბაყაყის სახით. ახლა ქვედა ზონის მოსახლეობა დაგვერწმუნება  იმაში,  რომ  თევზი ნამდვილად არის მაშავერაში.

კომპანია RMG -ის გარემოს დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წყლის ცირკულაციის სქემა, რომელიც უფრო ნათლად აჩვენებს საწარმოში გამდინარე მჟავე წყლის დაწმენდის ეტაპებს.

Microsoft Word - გადასაყვანი

 

წყლის ცირკულაციის სქემის აღწერა

  • კარიერული მჟავე წყალი ბუნებრივად, ატმოსფერული ნალექებისა თუ  ბუნებრივი გამოსავლების ხარჯზე, გროვდება კარიერის ფსკერზე მოწყობილ გუბურაში;
  • მჟავე წყალი კარიერის  ფსკერიდან სპეციალური ტუმბოებისა და  მილსადენის საშუალებით იტუმბება  №2 სანაყაროს ქვეშ მოწყობილ მჟავე წყლის შემკრებ რეზერვუარში;
  • იგივე    რეზერვუარშიგროვდება №2  სანაყაროდან ჩამონადენი წყალი, რომელიც  ასევე  დაბალი pH-ით  ხა სიათდება;
  • დამბიდან  მჟავე   წყალი   მიედინება  გამამდიდრებელ ფაბრიკაში,  სადაც ხდება მისი  დამუშავება და მისგან  სპილენძის ცემენტიზირებული კონცენტრატის მიღება;
  • ამის   შემდეგ  ნარჩენი მჟავე  წყალი სპილენძისმადნის გადამუშავების შემდეგ წარმოქმნილ ე.წ.„პულპასთან“ ერთად სპეციალური  ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით გადაიტუმბება კუდსაცავში;

•        კუდსაცავიდან გამოჟონილი წყალი გროვდება კუდსაცავის ძირში მოწყობილ სადრენაჟო წყლის გუბურაში;

  • აქვე გროვდება მდ. მაშავერადან დამატებული წყალი;
  • გუბურიდან წყალი სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით გადაიტუმბება უკან კუდსაცავში;
  • კუდსაცავში ხდება მძიმე ნაწილაკების დალექვა, ხოლო წყალი ასევე სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით ბრუნდება საწარმოში მადნის „ფლოტაციის“ პროცესის უზრუნველსაყოფად;

Share.

Comments are closed.