„ყოჩებმა” „ჯიქები” 6:0 დაამარცხა

0

samo_0-cr-300x200დღევანდელი სპორტული დღე ბოლნისის „ყოჩებმა” შთამბეჭდავი მოგებით დაასრულა. უფროსებმა „მომავლის გუნდის” განწყობა გააგრძელეს და დაძაბული შეხვედრა მოგებით 6:0 დააგვირგვინეს. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ შეხვედრა „ყოჩებსა” და „ჯიქებს” შორის უკომპრომისო და დაძაბული იქნებოდა, ვინაიდან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ორივე გუნდი გაძლიერდა, ორივემ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და ჩემპიონატიც ორივემ გამარჯვებით გახსნა. 

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 

II ტური 

24 აგვისტო

თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი

ჯიქები (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. ალექსანდრე ხუციშვილი, 11. ირაკლი გეგენავა, 10. თემურ სოხაძე (კაპ.), 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია, 4. რატი ურუშაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. ნიკო აფციაური, 8. ნიკა ჩხიკვაძე. 

სათადარიგოები: 16. ირაკლი სვანიძე, 17. გიორგი ხოსიტაშვილი, 18. თემურ ჯინჭარაძე, 19. დავით გრძელიშვილი, 20. გიორგი ტყეშელიაძე, 21. ჯაბა კიკვიძე, 22. რატი გარუჩავა, 23. სანდრო ესაკია.


Share.

Comments are closed.