„ყოჩებმა” მოგებით დაიწყო

0
kochebi_0-cr-300x200საქართველოს მორაგბეთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ბოლნისის „ყოჩებმა” გამარჯვებით გახსნა. „არმაზის” 27:16 ძლევა სასიამოვნოა, მაგრამ ბოლო 10 წუთის ჩაგდებამ გუნდს პრემიალური ქულა დააკარგვინა და ეს თავს სეზონის ბოლოს იჩენბს.
კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი კარგად დაგეგმა და საქართველოს ჰიმნის ფონზე გუნდების კაპიტნებმა ეროვნული დროშა აღმართეს, რის შემდეგაც თამაში დაიწყო და თემურ სოხაძემ მე-3-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და რევაზ ბროძელმა ორი შორეული ჯარიმა გააცუდა, მაგრამ „ყოჩებმა” ძალისმიერი თამაშით უპირატესობა რომ მოიპოვა, სოხაძე კარის წინ სამ მცველს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. მალევე ბროძელმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაქვითა, მაგრამ მერე ლევან გოგოლაშვილმა ითამაშა კარგად, ფეხით გადაკიდებულ ბურთზე ბოლომდე ითამაშა და ლელო გაიტანა, რასაც სოხაძის გარდასახვა მიყვა – 17:3.

მეორე ტაიმი ბაჩანა გოგიშვილის სინბინით და ბროძელის ჯარიმით დაიწყო, მაგრამ მერე სინბინით მაჩხანელი დაისაჯა და სოხაძემ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 68-ე წუთზე ის ფლანგზე გაიქცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. „ყოჩები” 27:6 დაწინაურდა და პრემიალურ ქულასთანაც ახლოს იყო, მაგრამ გუნდი მოეშვა და ორი ლელო აქეთ გაუშვა, რის შედეგადაც ორივი გუნდი უპრემიოდ დარჩა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
I ტური 
15 აგვისტო
ბოლნისი. „თამაზ სტეფანია”. 100 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – არმაზი (თბილისი) 27:16 (17:3)
ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. მელაძე, 13. ხარშილაძე (გაბუნია 70), 12. გარუჩავა, 11. ხუციშვილი (ქუშაშვილი 70), 10. სოხაძე, 9. შ. მახარაშვილი; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 61), 2. ხიდეშელი (სვანიძე 61), 3. შენგელია (ხოსიტაშვილი 41), 4. არჩუაშვილი, 5. გრძელიშვილი (ურუშაძე 29), 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე (აფციაური 41), 8. ჩხიკვაძე (ჯინჭარაძე 49-53, ხვისტანი 56).
3 ლელო: სოხაძე (1, 3), გოგოლაშვილი 
3 გარდასახვა: სოხაძე
2 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: გოგიშვილი (44)
არმაზი: 15. ნიკოლავა, 14. გიორგაძე 13. მაჩხანელი, 12. ლიპარტელიანი (ჩხაიძე 38), 11. კაიფაჯიანი, 10. ბროძელი, 9. მისრიაშვილი (ლობჟანიძე 41); 1. ჯიბლაძე (ჩომახაშვილი 27), 2. სოსელია (ფხაკაძე 67), 3. მარგველანი (ბუკია 27), 4. კანდელაკი (ჭელიძე 80), 5. ბარბაქაძე, 6. გიგაური, 7. მინაშვილი, 8. ამირანაშვილი.
2 ლელო: ამირანაშვილი
2 ჯარიმა: ბროძელი
1 სინბინი: მაჩხანელი (55)
თბილისი. „შევარდენი”. 550 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) – ხარები (რუსთავი) 22:26 (10:26)
ქუთაისი. ახალი. 2500 მაყურებელი
აია (ქუთაისი) – ჯიქი (თბილისი) 15:18 (8:6)
16 აგვისტო
თბილისი. „ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლელო-სარასენსი (თბილისი) – თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 24:19 (7:12)
17 აგვისტო
თბილისი. „ავჭალა”. 700 მაყურებელი
არმია (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი) 25:15 (16:9)
Share.

Comments are closed.