ქალაქ ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი საოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

0

10567936_713766345339882_1320294507_nსასტუმრო-რესტორან წისქვილში გაიმართა ქალაქ ბოლნისის ადგილობრვი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები, ვინც აქტიურად იყვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულები.  

ქალაქ ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია პოექტის „მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ინტერესების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის R-CSN” მიერ განხორციელების შედეგად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების G-PAC ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID მხარდაჭერით.

ქალაქ ბოლნისის გარემოსდაცვითი ადგილობრივი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია არასამთავრობო ორგანიზაციების: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრის და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები, ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, სასწავლო და საწარმო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ამდენად წარმოდგენილი დოკუმენტი გამოხატავს ბოლნისის საზოგადოების ინტერესებს გარემოს მდგრადი განვითარებისათვის. ქალაქ ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი გეგმა განხილული და დამტკიცებულია ბოლნისის მუნიციპალლიტეტის საკრებულოს მიერ.

ქალაქ ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2014-1019 წლებისათვის და წარმოადგენს 5 წლიან სტრატეგიულ პროგრამას, ქალაქ ბოლნისში გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ის წარმატებით შეიძლება გამოყენებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური გეგმების, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სტრატეგიების, სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ფონდებში წარსადგენი პროექტების შემუშავებისას.

შეხვედრისას დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის წევრებს სერთიფიკატები გადაეცათ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს, ქალაქ ბოლნისის სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მემორანდუმი ორივე მხარეს ავალდებულებს ხელი შეუწყოს ქალაქ ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი გეგმის განხორციელებას, ასევე მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ინიციატივებსა და მათ განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჩუბინიძე:

– ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებისათვის. როგორც სახელმწიფო ისე არასამთავრობო სექტორი ჩართული იყო მისი შექმნის პროცესებში. აქ გამზადებულია გეგმა, იმისათვის, რომ შემდგომში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რამდენადაც ვიმყოფებით სარისკო ზონაში, ბინძურდება მდინარე მაშავერა, არის მავნე ზემოქმედება ჰაერში, ამდენად გეგმა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმაში არის მოცემული ისეთი ღონისძიებები როგორიცაა მანქანების მიერ გარემოს დაბინძურება, ნარჩენების მართვა, საკანალიზაციო და წყლის სისტემების მოწესრიგება. ეს სამოქმედო გეგმა ჩაიდება მუნიციპალიტეტის საერთო სტრატეგიაში.

10637991_713766225339894_307292900_n 10656224_713766392006544_1429732832_n

 

Share.

Comments are closed.