ტალავერში ხანძარი ლოკალიზებულია

0

XANZ26 აგვისტოს დილის 9 საათზე სოფელ ტალავერში,მინდორში მდებარე დაპრესილ თივის ზვინს ცეცხლი გაუჩნდა. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ბოლნისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ.  

„როცა თივა იწვის მის ჩაქრობას აზრი არ აქვს, რადგან ის თივა აღარაფრად ვარგა, ჩემმა თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს რომ ტერიტორიაზე არ გავრცელებულიყო ხანძარი. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილი გასუფთავებული“. –აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის სახანძრო-სამაშევლო სამსახურის უფროსმა მიხეილ ხვისტანმა.

Share.

Comments are closed.