11 აგვისტოს საქართველოს 26-ე ჩემპიონატის პირველ მატჩში, ბოლნისის „სიონი” საჩხერის „ჩიხურას” უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ს/კ „სიონმა” ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა: დავით სირაძე და გივი კვარაცხელია. კლუბმა ასევე დაიბრუნა გორის „დილადან” კლუბის აღზრდილი გიორგი გაფრინდაშვილი.