სახელმწიფო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართულ 24 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა

0

6

დღეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონულ ცენტრში, სახელმწიფო ენის კურსის 2014 წლის I ნაკადის მსმენელთა გამოშვების ცერემონია გაიმართა.
რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო საბაზისო პროგრამას 30 მსენელი ეუფლებოდა, თუმცა მათგან მხოლოდ 24-მა გაიარა წარმატებით კურსი და შესაბამისი სერთიფიკატიც დაიმსახურა. 12 მსმენელი სახელწიფო ენის მეორე დონის დაუფლებისთვის, მომავალ ეტაპზე განაგრძობს სწავლას.

სერთიფიკატები წარმატებულ მსმენელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ტაბუცაძემ გადასცა.
დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება მიეცა, ვიდეო კოლაჟი ეხილა, რომელშიც კარგად იყო ახსნილი ადმინისტრირების სკოლის გარემო, წარმატებები და პერსპექტივები.
ადმინისტირების სკოლა ახორციელებს სახელმწიფო მოხელეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას პროგრამას, რომლის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების და დოკუმენტების შედგენა. ეს მათ ერთიან სახელმწიფო ადმინისტრირების სივრცეში ინტეგრაციაში დაეხმარება.
დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,პირველ რიგში ვულოცავ მსენელებს კურსის წარმატებულად დასრულებას. მათ გაიარეს საბაზისო კურსი და რათქმაუნდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები საჯარო მოხელეები არიან და აქ მიღებული ცოდნა მათ მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ. მსენელთა ნაწილს კი წარმატებულ მეორე ეტაპს ვუსურვებ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

7


Share.

Comments are closed.