სამუშაოს მაძიებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

0

11სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამუშაოს მაძიებლებს ტრენინგი ჩაუტარა, ინფორმაცია მიაწოდა თუ რა უნდა გაითვალისწინონ  დასაქმების მოთხოვნის შემთხვევაში. შეხვედრა სახელმწიფოს ინიციატივით  შექმნილი ვებ-პორტალის ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, შრომის ბაზარზე ახალი პროფესიების და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენას, სასურველი კადრების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დასაქმების პროგრამის დეპარტამენტი  შუამავლობას უწევს სამუშაოს მაძიებელს  დამსაქმებელთან. კერძო კომპანიის ყველა ვაკანსია სწორედ worknet.gov.ge თავსდება, რომელიც მესიჯის სახით საიტზე დარეგისტრირებულ ადამიანებს მისდით. სასურველი ვაკანსიის შემთხვევაში დასაქმების მსურველი დეპარტამენტის სათაო ოფისში ავსებს სააპლიკაციო ფორმას და შემდეგ დამსაქმებელთან გადის გასაუბრებას. სწორედ ევროსტანდარტების შესაბამისად დადგენილი შრომის ბაზრის ქცევის წესების გაცნობა მოხდა სამუშაოს მაძიებლებისთვის. ტრენინგი 4 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

„დასაქმების მსურველებს გავაცანით ის წესები, რომელიც დამსაქმებელთან უნდა გაითვალისწინონ. ისეთ ნიუანსებს ექცევა ყურადღება, რომელსაც მოქალაქე უმნიშვნელოდ თვლის, ამიტომ ხშირია ასეთ შემთხვევაში კომპანიების მიერ ადამიანების დაწუნება, რომ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევა, კონსულტაციები გავუწიეთ ამ ადამიანებს. ავუხსენით როგორ უნდა მოხდეს სივის და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენა. ავუხსენით  თუ რა წესით უნდა ეძებონ მათზე მორგებული სამუშაო ადგილი. უნდა შეძლონ სწორი თვითშეფასება და იმის გააზრება რისი შესაძლებლობა აქვს დასაქმების მსურველს. დამსაქმებელი უმნიშვნელო ნიუანსსაც აქცევს ყურადღებას“. –აღნიშნა bolnisi.ge-თან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის ტრენინგ-კონსულტანტმა დავით ნანუბაშვილმა.


Share.

Comments are closed.