რა მიმართულებით იმუშავებენ საკრებულოში შექმნილი კომისიები

0

DSC_1393ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია შეიქმნა. კომისიების აქტიურობასა და გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული საკრებულოს უფლება-მოსილების განხორციელება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად სხდომაზე კომისიების მიერ წინასწარ განხილული და შემუშავებული საკითხები განიხილება. საკრებულოში  მუშაობს: ქონების მართვისა და ეკონომიკური, საფინანსო-საბიუჯეტო, სოციალურ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის,  სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიები, ეს უკანასკნელი ახლადარჩეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველივე სხდომაზე შეიქმნა და განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები. განისაზღვრა ძირითადი ფუნქციები და პრიორიტეტები: თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ტერიტორიის ზონებად დაყოფა, რომელშიც იგულისხმება ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონები, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა. მიმდინარეობს საკითხების შესწავლა, რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე მოხდება.

„კომისია განიხილავს მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმას. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების წესის დამტკიცებას, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტის განხილვას, დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის განსაზღვრა, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, გაუქმება და მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ წინადადების განხილვა. ადგილობრივი გზების შენახვა, წინადადებებს მოვამზადებთ მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრაზე, ასევე განვიხილავთ და საკრებულოს წარვუდგენთ გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელ ნორმებს, ასევე განვიხილავთ გარე განათებას, წყალმომარაგებას, წყალ უზრუნველყოფას, სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოების დაგეგმვას, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, შემდგომ წარუდგენს განსახილველად მუნიციპალიტეტის საკრებულოს“. – აღნიშნა სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯაფარიძემ.


Share.

Comments are closed.