ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პაციენტთა სიცოცხლის გადასარჩენად გამოძახებისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

0

загруженное (1)„სახელმწიფო ახორციელებს სტრატეგიულ რეფორმას, რომელიც მიმართულია ნარკომანიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.

საქართველოს მთავრობამ, რომელიც პრიორიტეტად საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას მიიჩნევს, მიზნად დაისახა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება ნარკომანიით დაავადებულთა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშესაწყობად.

ანდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს N01-56/ნ ბრძანებით, რომელიც შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან ერთობლივი შეთანხმებით მომზადდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მიერ პოლიციისათვის ცნობის გადაცემას აღარ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევები.” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

 

ამასთანავე, ცვლილება შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით პროგრამის ბენეფიციარებს მიეწოდებათ და დაუფინანსდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

„აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლის – ადამიანის უზენაესი უფლების დაცვას და ნარკოკანონმდებლობის რეფორმის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 


Share.

Comments are closed.