მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელშეკრულება გააუქმა

0

downloadუცნობია როდის დაიწყება ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის საპროექტო სამუშაოები ექსპერტიზამ ორჯერ დაიწუნა. მიუხედავად იმისა, რომ შპს „SENSEN”-მა ცვლილებები  რამდენჯერმე შეიტანა,  სამხარაულის ბიურომპროექტი მაინც  არ დაამტკიცა. აღნიშნულ კომპანიას მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუუქმა, როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმააღნიშნა,   უნდა მოხდეს მთავრობასთან შეთანხმება, რომ სტადიონი გარდამავალ ობიექტადდამტკიცდეს, რადგან ხელახალ   ტენდერსა და შემდგომი პროცედურების გავლას სამ თვეზე მეტი დასჭირდება. თუ მოხდება შეთანხმება, სტადიონზე სამუშაოები ნოემბრის თვიდან დაიწყება და მომავალ წელს გაგრძელდება.

„სტადიონის გარდამავალ ობიექტად დამტკიცებაზე უარის მიღების შემთხვევაში, რომ არ დავკარგოთ ეს თანხა,  მზადდება პროექტი   და მთავრობის მიერ გამოყოფილი მილიონ ორასი ათასი ლარი სანიაღვრეების მოწესრიგებას მოხმარდება“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.