მდინარე მაშავერაში თიხისგან შეფერილი წყალი აღარ ჩაედინება

0

1სილიკატური მადნების გარეცხვის შედეგად მიღებულ თიხისგან შეფერილ წყალს  სალექარები გაასუფთავებს  და მდინარე მაშავერაში დაწმენდილი სახით მოხვდება. ამის შესახებ კომპანია „RMG სიახლეები”-ს აგვისტოს ნომერში წერს.

კომპანია  RMG-იმ ერთი თვის წინ კონტრაქტორ შპს„დაგი“-სთან ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად  ისახავს სალექარების საშუალებით სილიკატური მადნების გარეცხვის შედეგად მიღებული თიხისგან შეფერილი წყლის გასუფთავებასა და დაწმენდილი სახით მის  ჩადინებას  მდინარე მაშავერაში.  შპს „დაგი“, რომელიც კომპანიის ტერიტორიაზე სილიკატურ მადანს რეცხავს, სამსხვრევის დამონტაჟებასთან ერთად პირველ ეტაპზე ორ სალექარსა და  ამონაწმენდი მყარი მასის რეზერვუარს გააკეთებს.  2მ სიღრმის, 34მ სიგრძისა და15მ   სიგანის სალექარები გადადენის პრინციპით იმუშავებენ.  გადადენის შემდეგ წყალი მილით გადავა  ტრანსპორტის საამქროს ტერიტორიაზე  არსებულ საწარმოს  ავარიული დამცავი სალექარების სისტემაში. სალექარებში შავი პლასტიკატი ჩაეფინება, რათა ნიადაგში ჩაჟონვა არ მოხდეს. წყალში შერეული თიხა  გადადენის  პარალელურად დაილექება აუზებში,  ხოლო დალექილი თიხა პერიოდულად  ამოიტუმბება მიწაყრილის რეზერვუარში.

როგორც RMG-ის გარემოს დაცვის სამსახურის კოორდინატორი დავით გუგავა განმარტავს, სალექარების ამოწმენდა დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მოხდება.

„ჩვენ გავუწიეთ  რეკომენდაცია  კონტრაქტორ შპს-ს პროექტის განსახორციელებლად და  დავაკვირდებით მიმდინარე სამუშაოებს. ამის მთავარი  მიზანია,  საწარმოს  ტერიტორიიდან გამომავალი  თიხიანი წყალი მოხვდეს ჯერ ორ სალექარში, შემდეგ გაიაროს  კიდევ ოთხი გამწმენდი  ნაგებობა  და წითლად შეფერილი წყალი აღარ მოხვდეს  მაშავერაში. სამუშაოები   უკვე  დაწყებულია და მალე დასრულდება. მომავალში,  მთავარია  რეზერვუარების   ოპერირება, რათა დროულად მოხდეს მათი ამოწმენდა. მოგვიანებით, პირველ ორ სალექარს დაემატება  მეორე წყვილი, რომპირველის გაჩერების შემთხვევაში მეორემ იმუშაოს“.

შპს   „დაგის“  ხელმძღვანელი გიორგი ჯორჯიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სილიციუმის  სამსხვრევი  დამატებით მტვერსა და ხმაურს გამოიწვევს, აბსურდულს უწოდებს  და   ვრცლად განმარტავს  სილიციუმის ქვიშის გარეცხვის პროცესს.

„უკვე მრავალი წელია კომპანიასთან  ვთანამშრომლობთ და  აქამდე ასეთი ინფორმაცია არ გვსმენია. სილიციუმის გარეცხვა  ხდება კერხერული სისტემით,  სადაც  სულ სისველეა.  ნესტიან მდგომარეობაში როგორ შეიძლება მტვრის  არსებობა?! რაც შეეხება ხმაურს,  საწარმოს ტერიტორიაზე ეს  ბუნებრივი პროცესია, ამიტომ,  რამე  განსაკუთრებული ხმაური,  რაც ხელისშემშლელი შეიძლება იყოს როგორც აქ მომუშავე მუშა-მოსამსახურისათვის, ასევე დაბის მოსახლეობისათვის, არ იქნება.  წითლად შეფერილ  წყალთან დაკავშირებით  განვმარტავ, რომ  ეს  არის  თიხის შემცველი, რომელიც წითელ შეფერილობას აძლევს მას და არავითარ შემთხვევაში  ეკოლოგიურ დაბინძურებას არ წარმოადგენს.  ჩვენს მიერ ამუშავებული აუზების შემდეგ წყალი 180-200მ მანძილზე მილის საშუალებით გადაედინება კიდევ ოთხ სალექარში და ამის შემდეგ მიმართულებას აიღებს  მაშავერასკენ. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით ერთი  თვის წინ  დავიწყეთ და  რამდენიმე დღეში  სრული დატვირთვით  შევუდგებით   მუშაობას“- აღნიშნავს  გიორგი ჯორჯიაშვილი.

წყარო: „RMG სიახლეები”


Share.

Comments are closed.