დასრულებულმა სამშენებლო ობიექტებმა ექსპერტიზა გაიარეს

0

datv3ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ხუთი დასრულებული ობიექტი მოინახულა, რომელმაც უკვე გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა. სოფელ ჭაპალაში  დასრულდა მარტივი კონსტრუქციით ამბულატორიის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა განახორციელა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა წყლის და კანალიზაციის სისტემების დაერთება, ელექტროენერგიის სისტემების დამონტაჟება, კეთილმოეწყო გარე პერიმეტრი.  შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდა და მალე ჯანდაცვის სამსახურს დაექვემდებარება, ამბულატორია ნახიდურის თემს მოემსახურება.  ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულებული ობიექტებიც მოინახულა. სოფელ სავანეთსა და ხატავეთში სასაფლაო შემოიღობა, ზემო არქევანის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა, გასულ წელს სოფელში ჭაბურღილი დამონტაჟდა, წელს კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რეზერვუარი დაიდგა. სოფელ მამხუტში სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ რეზერვუარს, კაპიტალურად შეილესა და შემოიღობა, მეორე ეტაპით კი მოხდება ჭაბურღილის დამონტაჟება და შიდა დაქსელვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 53 ობიექტზე განხორციელდა სამუშაოები, ხუთმა უკვე გაიარა ექსპერტიზა, ოცდასამი სამხარაულის ბიუროშია გაგზავნილი და პასუხს ველოდებით. დანარჩენი  ობიექტები დასრულების პროცესშია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად მომავალი წლიდან ჭაბურღილებისა და მასზე დაერთებული სასმელი წყლის სისტემების შენახვა-პატრონობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა“. – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

datv datv2

Share.

Comments are closed.