„დაზღვევის კომპანია ქართუ“ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს

0

529 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტს „დაზღვევის კომპანია ქართუ“-ს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა გამგეობის თანამშრომლებთან საკონფერენციო დარბაზში შედგა. „დაზღვევის კომპანია ქართუ“-მ რამდენიმე პაკეტი შესთავაზა მიწვეულ საზოგადოებას, რაზეც თავად კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა.

„ჩამოვედით ბოლნისში, რათა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით დავაზღვიოთ გამგეობის თანამშრომლები. გვქონდა  ჩვენი კომპანიის პაკეტების წარდგენა, რომლებიც 15-დან 70 ლარამდეა. არის როგორც კორპორატიული დაზღვევა, ისე ქონების, სარემონტო და ა.შ. კომპანია 2001 წლიდან არსებობს და საკმაო გამოცდილება გვაქვს ბაზარზე ამ კუთხით. ჩვენთან დაზღვეული ყველა ადამიანი კმაყოფილია და ვეცდებით ბოლნისშიც გვყავდეს კმაყოფილი კლიენტები. პიროვნებას შეუძლია იყოს დაზღვეული საყოველთაო დაზღვევაში და ჩვენ გადავუვსებთ იმ 30%, რასაც ვერ აფინანსებს სახელმწიფო. ვფიქრობთ 15 სექტემბრამდე ყველაფერი მოგვარდება, რათა მალევე მოხდეს დაზღვეულის მომსახურება. –აღნიშნა bolnisi.ge-თან შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“-ს კორპორატიული დაზღვევის მენეჯერმა ბექა საღირაშვილმა.


Share.

Comments are closed.