ბოლნისის „სიონმა” „სამტრედიას” უმასპინძლა

0

10572019_1473704426228359_3555545682698848116_oსაინტერესო შეხვედრა გაიმართა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის III ტურიში ბოლნისის „სიონმა” “სამტრედიას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრე – 2:2 დასრულდა.

დაძაბულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა 42-ე წუთზე, ლევან ბაკურაძის გოლით გახსნეს, 74-ეზე კი გრიგოლ დოლიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. დავით სირაძემ ბოლო 2 წუთში დუბლი შეასრულა და „სიონს” ქულა გადაურჩინა.


56-ე წუთიდან სამტრედიელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ – მსაჯმა მოედნიდან თორნიკე შალიკაშვილი გააძევა.


Share.

Comments are closed.