ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

0

10488971_632637066851039_732627403_n27 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას 29 დეპუტატიდან 23 ესწრებოდა. განსახილველად გამოტანილი იყო 6 საკითხი. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უძღვებოდა თანამომხსენებლებთან ერთად.

დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“; „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №58 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურის დაფუძნების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურის დაფუძნების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თანხმობის მიცემის შესახებ და მოქალაქე შუქრი დევნოზაშვილის განცხადების, სტიქიისაგან მიყენებული ზარალის გამო ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.

„გამოტანილი გვქონდა ექვსი საკითხი, რომლებიც დავამტკიცეთ. აქედან გამოვყოფდი მე-4 და მე-5 საკითხებს, რომლის დამტკიცებაც საკმაოდ დროული იყო. დაფუძნდა შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტო“, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, ასევე დაფუძნდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახური“, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისში არსებული სტადიონების მოვლა-პატრონობას. შევიდა ცვლილებები ბიუჯეტში და დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების  ოდენობის განსაზღვრის წესი. ასევე უარი ეთქვა მოქალაქე შუქრი დევნოზაშვილს განცხადების განხილვის შესახებ, სტიქიისაგან მიყენებული ზარალის გამო ქონების გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.


Share.

Comments are closed.