ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

0

10441965_745261068868348_2397850817556346872_nსაკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 13 საკითხი იყო გატანილი. გარკვეული ცვლილებები შევიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში, რაც ძირითადად გამოიწვიაუახლოეს მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული  სამუშაოებისთვის გაწერილმა ხარჯებმა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება: სოფელ ხატისოფელში არსებული სასმელი წყლის მაგისტრალს, ქ. ბოლნისში დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე დაზიანებულ ბორდიურებსა და ქვაფენილებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე მოსაცდელებს და   ბაგა-ბაღების შენობებს, ასევე განათდება ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი, ხოლო სოფელ ტანძიაში არსებული სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმისთვის მოეწყობა შიდა და გარე საპირფარეშოები.

გარდა ამისა საკრებულოს გადაწყვეტილებით 55140 ლარი გაიცემა კომპენსაციის სახით იმ 44 საჯარო მოხელეზე, რომლებიც ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად  უმუშევარიდარჩნენ.

„2014 წლის ბიუჯეტში მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც გამოიწვია რიგმა საკითხებმა. გამოიყო საკომპენსაციო თანხა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ტერიტორიული ორგანოების  გაუქმების შედეგად უმუშევრები დარჩნენ. ასევე დაიგეგმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  რისთვისაც ბიუჯეტში  გათვალისწინებული იქნა   საჭირო თანხები, ამ ეტაპზე მოხდება პროექტების შეძენა,შემდეგ  კი გამოვაცხადებთ ტენდერებს“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ოთარ ხუტიაშვილმა.


Share.

Comments are closed.