ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 2008 წლის მოვლენების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

0

agv2ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 2008 წლის მოვლენების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და საფლავები ყვავილებით შეამკო. ექვსი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. წლების შემდეგ რუსეთმა მეორედ განახორციელა შეტევა საქართველოზე, რამდენიმე დღიან ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასეულობით ადამიანი  საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა,  გაიზარდა შაოსან დედათა რიცხვი. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს მოვლენებს სამი ვაჟკაცი ემსხვერპლა: სოფელ დისველის მკვიდრი ასლან შაინიძე, სოფელ რატევანში მცხოვრები ნოდარ დევნოზაშვილი და ტანძიელი საბა დადვანი, დღეს მათ საფლავებზე ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელმძღვანელობა იმყოფებოდა. საბა დადვანის საფლავზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მარნეულის ეპარქიის მეუფემ აღავლინა. ოჯახის წევრებმა ის მძიმე წუთები და განვლილი წლები კიდევ ერთხელ  გაიხსენეს.

„2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლები ნამდვილად  გმირები არიან, თითოეული  მოქალაქე ვალდებულია პატივი მიაგოს მათ ხსოვნას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვეკისრება, რომლებმაც გამოვხატეთ ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა ამ ოჯახების მიმართ.  მე, როგორც წინა პერიოდის ომის მონაწილე, ვალდებული ვიყავი ამ ბიჭების საფლავზე მოვსულიყავი და მათი ხსოვნისათვის პატივი მიმეგო“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

agv1 agv3 agv4 agv5


Share.

Comments are closed.