ბოლნისელი სპორტსმენის წარმატებები

0

sportბოლნისელმა  ბაჩუკი ზურაბაშვილმა საერთაშორისო ღია ჩემპიონატში,  63 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირი კიკბოქსინგში, რომელიც WFCA-ს მიერ მოეწყო,  თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში საქართველოს, ბაქოს, ირანისა და ერევნის ახალგარდა სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მათ შორის იყო ბოლნისელი სპორტსმენიც, რომელმაც ოთხივე ორთაბრძოლა  წარმატებებით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.

„საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შემხვდნენ, თუმცა მაინც კარგ შედეგზე გავედი და პირველი ადგილი ავიღე. კმაყოფილი ვარ, თავს არ დავზოგავ, ვივარჯიშებ და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ტურნირში მივიღებ მონაწილეობას“. – განაცხადა ბაჩუკი ზურაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბაჩუკი ზურაბაშვილმა კიდევ სამ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე 60 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი აიღო. ასევე I ადგილი მოიპოვა ბაქოში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე. საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ ტურნირზე კი II ადგილი დაიკავა.

Share.

Comments are closed.