ბოლნისელებმა ახალი საფეხსბურთო სეზონი მოგებით გახსნეს

0

10559772_1467935593471909_8676289118473993547_nსაქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 1-ლი ტურის ბოლო მატჩი 11 აგვისტოს, “მიხეილ მესხზე”, “სიონსა” და “ჩიხურას” შორის გაიმართა. ორივე გუნდი უეფას ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა. მასპინძელი პირველ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას, ალბანურ “ფლამურტარის” ვერ აჯობა. საჩხერლები კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩისთან” დაემშვიდობნენ ევროპალიგას.

ბოლნისელებმა ახალი საფეხსბურთო სეზონი მოგებით გახსნეს. გამარჯვების გოლი გამოცდილმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით სირაძემ გაიტანა. მე-19 წუთზე ზვიად ლობჟანიძემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სირაძემ “საფირმო” თავურით შეაგდო – 1:0.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი სომხიშვილს, გიგა ბეჭვაიასა და გიორგი რეხვიაშვილს. სამივე მათგანი სხვა კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას.

სიონი-ჩიხურა 1:0

გოლი: 19 სირაძე

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, იმედაშვილი, კანდელაკი, გივი კვარაცხელია, გოგობერიშვილი, გაუნგრავა, აფციაური (სამხარაძე, 80), ზვიად ლობჟანიძე, ისიანი (ცხადაია, 90), სირაძე (გურეშიძე, 62)

ჩიხურა: მაქსიმე ქვილითაია, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური (ნადირაძე, 79), ქიმაძე, კუჭუხიძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე (მუმლაძე, 55), დობროვოლსკი, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე

geosports.ge


Share.

Comments are closed.