აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსად ვალენტინა ნავერიანი დაინიშნა

0

valiaბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსად ვალენტინა ნავერიანი დაინიშნა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილება ახლად შექმნილი სამსახურია, რომლის ფუნქციაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, მონიტორინგი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა და შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ანალიზი, მათი პრევენცია და გამგებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა. საბიუჯეტო თანხების ეფექტურად გამოყენების ხარისხის კონტროლი და აუდიტი.

„გარდა ამისა, გვევალება საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე კონტროლი და აუდიტი, ეს სამსახური გააკონტროლებს ასევე საჯარო მოხელეების მუშაობას, თუ რამდენად იქნება დაცული კორპორატიული ეთიკა ნებისმიერი მოქალაქესთან. ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ მას აკისრია თმენის ვალდებულება. არავითარ შემთხვევაში მასთან მისული მოქალაქე არ უნდა წავიდეს უკმაყოფილო. შეიძლება ყველა მოქალაქეს ვერ დაეხმაროს საჯარო მოხელე, თუმცა ვალდებულია მოუსმინოს,  აუხსნას მდგომარეობა და გაუშვას კმაყოფილი. გარდა ამისა, კორპორატიული ეთიკა მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს. მაგალითად გარედან შემოსული ადამიანი საჯარო მოხელეში უნდა ხედავდეს ავტორიტეტს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მისი გონებრივი შესაძლებლობებით და დაკავებული თანამდებობით შემოფარგლული. მოქალაქე მასში უნდა ხედავდეს სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ზრუნავს  და ცდილობს მის დახმარებას. ასევე ის ვიზუალურადაც უნდა იყოს სახელმწიფო ფორმაში ჩაცმული და არა კეტებში და დახეულ ჯინსებში. გარდა ამისა, გავაკონტროლებთ მოქალაქეთა შემოსულ წერილებს გაეცა თუ არა დათქმულ ვადებში პასუხები და ა.შ. ანუ, ამ სამსახურის ფუნქციაა თვითმმართველობის კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესრულების კონტროლი და ანალიზი, მისი დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოხელე მიიღებს მითითებებს.“ – აღნიშნა სამსახურის უფროსმა ვალია ნავერიანმა.

ვალენტინა ნავერიანი დაიბადა 1954 წლის 19 მარტს. დაამთვარა ლატვიის ქალაქ კაუნასის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ეკონომიკა ორგანიზაციის ფაკულტეტი, ეკონომისტ-ორგანიზატორის სპეციალობით.

1973-1988 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ბანკის ბოლნისის ფილიალის ეკონომისტად, მმართველის მოადგილედ, მმართველად.

1988-2000 წლებში იყო აგროსამრეწველო ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველი.

2000-2003 წლებში იყო ბოლნისის გამგებლის პირველი მოადგილე.

2004-2009 წლებში მუშაობდა სს საქართველოს ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველად, ხოლო 2009 წლიდან 2014 წლამდე სს პრივატ ბანკის ბოლნისის ფილიალის მმართველად.

2014 წლის 4 გვისტოს დაინიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსად.


Share.

Comments are closed.