არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა დაბა კაზრეთში შეხვედრა გამართა

0

araგარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია CENN-ი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მორიგ პროექტს განახორციელებს, რომელიც შეეხება მრეწველობის განვითარების კვლევებისა და დინამიკის შესწავლას, მის გავლენას ადგილობრივ და ცენტრალურ ეკონომიკაზე, ასევე გარემოსა და სოციალურ კეთილდღეობაზე. „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში“ ამ სახელწოდებით მოხდა პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრა დაბა კაზრეთში მოეწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქალთა ასოციაციები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი სამ წლიანია, რომელიც სამიზნე რეგიონებში საქართველოში (აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი) სომხეთში (ლორი) და აზერბაიჯანში (განჯა) ხორციელდება, მისი მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების გაზრდა. შეხვედრაზე საუბარი დაეთმო დაბა კაზრეთის სამთო მომპოვებელი საწარმოს გარემოს დაცვითი გავლენების შეფასებას. ტრანსსასაზღვრო რეგიონებში შეიქმნება საინციატივო ჯგუფები, რომლებთან ერთადაც იმუშავებენ ამ პრობლემის შესწავლას და გადაჭრის გზებზე. საპილოტე რეგიონად ქვემო ქართლში  ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეირჩა. არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი პროექტის ფარგლებში არაერთ შეხვედრას გეგმავს, როგორც მოსახლეობასთან, ისე საწარმოს ხელმძღვანელობასთან და მთავრობასთან, მომზადდება საინფორმაციო ბროშურები, რომელიც მოსახლეობაში გავრცელდება. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო იმას, თუ რა ხერხით მოიპოვებს საწარმო წიაღს.

„პროექტის მიზანია თანამედროვე ქვეყნების გამოცდილებების დანერგვა და გაზიარება საქართველოში წიაღის მოპოვების კუთხით. შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას საწარმოს მხრიდან,  პროექტის არსის შესახებ ინფორმაცია უნდა მივიტანოთ თვითოეულ მოსახლემდე, უნდა მოხდეს მათი ჩართვა, არსებულ პრობლემებს გავაცნობთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ მთავრობას, შევხვდებით არემჯის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს შეთანხმება და ცვლილებების გატარება. არემჯის შემდეგ გვექნება კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში და ამ მიმართულებით გაგვიწევენ დახმარებას, პროექტის ფარგლებში მომზადება კვლევა, თუ როგორ მოიპოვებს საწარმო წიაღს და რა გავლენას ახდენს ეს გარემოზე, ამ აღწერის შემდეგ დაიწყება აქტივები პრობლემის აღმოფხვრაზე“. –აღნიშნა  CENN-ის პროექტების მენეჯერმა კახა ბახტაძემ.

ნინო მახნაშვილი, დაბა კაზრეთის მცხოვრები:

–საინტერესო შეხვედრა იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ნამდვილად არის დაინტერესებულ დაბაში არსებული პრობლემების მოგვარებით. კაზრეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, დაბინძურებულია წყალი, ჰაერი, ნიადაგი, დაავადნენ ადამიანები. ჩავერთვები ამ პროექტში და ამ ორგანიზაციის დახმარებით ვეცდებით სახელმწიფომ იზრუნოს  დაბაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე.

Share.

Comments are closed.