ანსამბლი „ბოლნელი“ ბულგარეთში გაემგზავრა

0

12ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქორეოგრაფიული ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი ათდღიანი გასტროლით ბულგარეთში გაემგზავრა. „ბოლნელი“ „ოქროს ქვიშებზე“ გამართულ კონკურს-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა, სადაც საკუთარ  ხელოვნებას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა წარმოაჩენს. ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურული დონის ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას. ტურნეს ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან და დაათვალიერებენ ბულგარეთში არსებულ ღირსშესანიშნაობებს.   „ბოლნელი“ ფესტივალის პირველ დღეს საკონკურსო ნომრით წარსდგება. ანსამბლმა ქორეოგრაფიული კომპოზიცია კონკურსისათვის დადგა და „ქართული სული“ უწოდა,  გააერთიანა მთისა და ბარის კულტურა, მუსიკაც ორიგინალური შეარჩია.

ანსამბლ „ბოლნელს“ გზა რაჭისუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

„ანსამბლს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ უცხო მიწაზე  უნდა წარმოადგინონ  ქართული კულტურა, ხელოვნება, „ბოლნელის“ წევრებს ეს ღრმად აქვთ გათვითცნობიერებული, დიდი შრომა გასწიეს, ცხელი ზაფხულის დღეებში დატვირთული სარეპეტიციო სამუშაოები გვქონდა, მჯერა მათ ეს შრომა დაუფასდებათ და ფესტივალზე მოწონებას დაიმსახურებენ.  მოვაწყობთ ექსკურსიებს, დავათვალიერებთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, მოვინახულებთ კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს, ათდღიანი გასტროლის ყოველი წუთი გვაქვს დატვირთული.  იმედი მაქვს წარმატებებს მივაღწევთ და გამარჯვებული დავბრუნდებით ბოლნისში“. – აღნიშნა ანსამბლის ხელმძღვანელმა.


Share.

Comments are closed.